პოპ-არტი 
გამოყენებულია Studiostoks - ის პერსონაჟები
(ინგლ. pop art, შემოკლ. ფორმა popular art) — XX საუკუნის ვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობა. წარმოიშვა 1950-იანი წლებში ბრიტანეთში, მოგვიანებით კი პარალელურად ვითარდებოდა აშშ-შიც. ტერმინი პირველად გამოიყენა ბრიტანელმა ხელოვნებათმცოდნე/კურატორმა ლორენს ალოუეიმ. პოპ-არტის საბჭოთა ანალოგი იყო სოც-არტი.
მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია თემები და ტექნიკა ნასესხები პოპულარული მასკულტურიდან, როგორიცაა რეკლამა და კომიქსები, და შესაბამისად საყოველთაოდ გაიგივებული იყომ როგორც რეაქცია იმ დროისთვის დომინირებულ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან, ან მასზე დაფუძნებულ ექსპანსიასთან. პოპ-არტი პოპ-მუსიკის მსგავსად იყენებს პოპულარულ სახეებს, ხელოვნების ელიტისტური კულტურის საპირისპიროდ, და ხაზს უსვამს ბანალურს ან ე. წ. კიტჩურ ელემენტებს ნებისმიერ მოცემულ კულტურაში.
https://www.wikipedia.org/
Back to Top